ერევანში დიდი სავაჭრო ცენტრი იწვის: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanსომხეთის სახანძრო სამსახურის მანქანა
სომხეთის სახანძრო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრ „მალატია მოლის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ძლიერი ხანძარია სავაჭრო ცენტრ „მალატია მოლის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქსელურ მაღაზიაში „ვეგა“, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-მდივან ედმონ ზარგარიანზე დაყრდნობით.

„მაღალი სირთულის ხარისხის ხანძარია და ადგილზე ათი ბრიგადა მუშაობს. ამ მომენტისთვის იმის თქმა არ შეგვიძლია, როდის მოხდება მისი ლოკალიზება“, - განაცხადა ზარგარიანმა.

ტყის ხანძარი გორში - Sputnik საქართველო
რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთ თვითმხილველი ამტკიცებს, რომ აფეთქების ხმა გაიგო, მაგრამ მაღაზია „ვეგას“ თანამშრომელს „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტთან ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. მისი თქმით, შუქი გაითიშა და ადამიანებს პანიკის გარეშე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.

ამჟამად მაღაზიის თანამშრომლებს საქონელი გამოაქვთ. ისინი ყუთებში მოთავსებულ ტექნიკას ზედა სართულებიდან ქუჩაში ყრიან.

ყველა ახალი ამბავი
0