საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში ღია ვარჯიში ჩაატარა

© photo: Georgian Rugby / FBმორაგბეები ვარჯიშზე
მორაგბეები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მორაგბეებს წინ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან სამი რთული ტესტ-მატჩი მოელით

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, სტადიონ "შევარდენზე" ღია ვარჯიში ჩაატარა, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

ქართველმა მორაგბეებმა, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა (+35 გრადუსი), სრულფასოვანი ორსაათიანი ვარჯიში გამართეს. მათ ძირითადი აქცენტი სათამაშო სიტუაციებიდან კომბინაციების დახვეწაზე გააკეთეს.

© Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში ღია ვარჯიში ჩაატარა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციებით. მათ ძალიან რთული 7-8 კვირა გაიარეს, განსაკუთრებით კი თურქეთის შეკრების ბლოკი, სადაც ბიჭებმა საკმაოდ მძიმე ვარჯიშები ჩაატარეს. ახლა კი გადავდივართ მომზადების იმ ნაწილზე, რომელშიც თამაშის ტაქტიკურ მხარეზე ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მზადებით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

© Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში ღია ვარჯიში ჩაატარა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე

ამჟამად საქართველოს ნაკრები იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების მესამე ეტაპს გადის. ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყება. ვარჯიშების გარდა ქართველი მორაგბეები სამ ტესტ-მატჩს გამართავენ: სამხრეთაფრიკული „საუზერნ კინგსის" და ორჯერ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ.

„სამი მნიშვნელოვანი თამაში გველის, სამივე ძალიან ძლიერ გუნდებთან - „საუზერნ კინგსთან", რომელიც სწრაფი, მოხერხებული თამაშით გამოირჩევა და შოტლანდიასთან, რომელსაც დიდი დახასიათება არ ჭირდება. ეს თამაშები კარგი გასახურებელი პლაცდარმი იქნება მსოფლიო თასის წინ", - განაცხადა ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ.

ორ ტესტ-მატჩს ნაკრები თბილისში გამართავს - 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საუზერნ კინგსის" წინააღმდეგ, ხოლო ოთხი დღის შემდეგ - „დინამო არენაზე" შოტლანდიის წინააღმდეგ. საპასუხო მატჩი 6 სექტემბერს გაიმართება.

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში ღია ვარჯიში ჩაატარა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ზედიზედ მეხუთედ მიიღებს. ქართველი სპორტსმენები D-ჯგუფში ავსტრალიის, ფიჯის, უელსისა და ურუგვაის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ყველა ახალი ამბავი
0