დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო

© Pixabay / Sarangibპალმა ცისა და ღრუბლების ფონზე
პალმა ცისა და ღრუბლების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებული დღეა. თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში და არ გეშინიათ გარისკვის. ეს კარგიცაა, რადგან, სავარაუდოდ, მოგიწევთ სრულიად ახალი საქმის გაკეთება და გზადაგზა სწავლა. არ არის გამორიცხული თანხის მიღება. არ იქმნება პრობლემები პირად ურთიერთობებში - კარგად გესმით ახლობლების, ისინი ცდილობენ თქვენს მხარდაჭერას.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

თქვენის ნებისყოფა მართლაც პატივისცემის ღირსია, თუმცა, ამჟამად არის იმის ალბათობა, რომ ძალები მიმართოთ და დახარჯოთ იმ ვითარების მხარდაჭერაზე, რომელმაც დიდი ხანია, ამოწურა თავისი თავი. თუ ამას გაიაზრებთ, სწრაფად იმოქმედეთ - დრო თითქმის აღარ დარჩა. თქვენი ბედი დღეს თქვენს ხელშია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

თუ ამ ბოლო დროს რამე კონფრონტაციაში იყავით ჩართული, დღეს მოწინააღმდეგ მხარე, დიდი ალბათობით, თეთრ დროშას გამოფენს და დაზავებას, ასევე, შემდგომ თანამშრომლობას შემოგთავაზებთ. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ბედი თქვენ მხარესაა. თავაზიანად მიიღეთ გაჩენილი შესაძლებლობა და მალე ნახავთ, რომ ეს თანამშრომლობა კარგ ნაყოფს მოიტანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ სამსახურში, ფინანსებში ან პირად ურთიერთობებში მყარი პოზიციები გიკავიათ, დღევანდელ დღეს მაინც ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. გეგმების მიუხედავად, დიდი ცვლილებები გელოდებათ. მიუხედავად ამისა, საუკეთესო სტრატეგია მაინც მოლოდინის პოზიცია იქნება. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები და მიჰყევით მიმდინარე წვრილმან საქმეებს.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღეს თქვენს ყურადღებას სასიყვარულო ან რომანტიკული ხასიათის ძველი პრობლემა მიიპყრობს. სწორედ თქვენს ამ ყურადღებაზეა დამოკიდებული უახლოეს მომავალში სასიამოვნო მოვლენები, ხოლო არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში - პრობლემები. ეცადეთ, , დღევანდელ დღეს პოზიტიურად შეხედოთ. გადადეთ მიმდინარე საქმეები გვერდზე და მიხედეთ იმას, რომლებიც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღე ქალწულებისთვის საკმაოდ სასარგებლო და პროდუქტიული აღმოჩნდება, თუ საკუთარი წარმოდგენა გაქვთ იმაზე, თუ როგორ აწარმოოთ საქმეები ფინანსების სფეროში და პარტნიორთან ურთიერთობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თავად არა გაქვთ წარმოდგენა, რისი მიღწევა გსურთ, დღე ძალზე დამღლელი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

თქვენი ერთ-ერთი იდეა, რომელსაც საფუძვლად უდევს თანამშრომლობა ან გუნდური მუშაობა, საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება და დაინტერესებული მხარეების მოწონებას დაიმსახურებს. პლანეტების დღევანდელი განლაგება მუშაობის, შეთანხმებების დადებისკენ გიბიძგებთ, რომლებიც საერთო საქმეს წაადგება. დანარჩენი დღე წყნარად და მშვიდად ჩაივლის.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ბოლო ხანებში ბედის მრავალი დარტყმის მოგერიება გიწევთ, მაგრამ ეს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, მარადიული არ არის და ჩაივლის. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, ასევე პროფესიული საქმიანობისთვის. ასევე, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, შეგიძლიათ დასვენებაზე იფიქროთ და საკუთარი თავი ამტანობისა და სულის სიმტკიცისთვის დააჯილდოოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

შემოქმედებით აზროვნებასა და ინოვაციურ დამოკიდებულებას პროფესიულ საქმიანობაში დღეს ნებისმიერი მდგომარეობის გადარჩენა შეუძლია და ამასთან საოცარი წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი. ამ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ წინსვლა, გეგმის შედგენა მომავლისთვის, რომელიც, თავდაპირველად, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენონ, მაგრამ პირველივე წარმატებების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

რაც არ უნდა გინდოდეთ დიდი ხნის დაგროვებული პრობლემების მოგვარება, ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, დღეს ყველა საქმე გადადოთ. დიდი ალბათობაა, რომ კონფლიქტში ჩაგითრიოს ორმა დაპირისპირებულმა მხარემ და თქვენზე გადმოვიდეს „ბრძოლის" მთელი სირთულე. გახსოვდეთ, რომ თქვენი საზრუნავიც გაგაჩნიათ. მიხედეთ, მაგალითად, საოჯახო საქმეებს და სულაც, უმჯობესი იქნება, თუ მეგობართან მშვიდ საღამოს მოაწყობთ ფინჯან ყავასთან ერთად.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც არანაირი პრობლემა თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, ვინმემ ახლო გარემოცვიდან გაგაოცოთ თბილი გრძნობების გამჟღავნებით, ან თქვენი პროექტების განხორციელებაში დახმარებით. მთავარია, არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა. დღეს თქვენგან მხოლოდ თავაზიანობა მოითხოვება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. არ გელოდებათ რამე სახის გაუგებრობა ან უსიამოვნება. თქვენი ნებისმიერი სახის მოქმედება კი სასარგებლო საქმიანობაში ჩაითვლება. მიუხედავად ციური სხეულების მხარდაჭერისა, დღეა მაინც არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან საქმეებში ზედმეტი აქტიურობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0