მეხანძრე-მაშველები უკვე მეორე დღეა სოფელ საყავრეს მახლობლად ხანძარს აქრობენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდება თბილიდან 90 კილომეტრში.
ხანძარი ხუთშაბათს გაჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 170 თანამშრომელი.
პარასკევს მათი რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. მათ შორის იყვნენ მეხანძრეები შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიდან. გარდა ამისა, გამოიყენება დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ხანძრის ჩასაქრობად ასევე გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ვერტმფრენი.