სრული სახელმწიფო დაფინანსება: განათლების სამინისტრო „უფასო ფაკულტეტების“ სიას აქვეყნებს

© courtesy of NAECაბიტურიენტები რეგისტრაციისას
აბიტურიენტები რეგისტრაციისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელია, რომ ამჟამად მოქმედი „უფასო ფაკულტეტების“ წესი მომავალი წლიდან შეიცვლება და უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ ფაკულტეტების სიას აქვეყნებს, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. 

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა და სხვ. სპეციალობების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

პროგრამულ დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

  • სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სულ 2,524,500 ლარი; 
  • სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 3,966,750 ლარი; 
  • სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 900,000 ლარი; 
  • სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2,124,000 ლარი; 
  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1,017,000 ლარი;
  • სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 562,500 ლარი;
  • სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 587,250 ლარი;
  • სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 659,250 ლარი;
  • სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 135,000 ლარი;
  • სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 247,500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტები წელს ისევ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0