პროკურატურა: გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.
კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, სადაც ბრალდებას წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.