Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის მეგობრობა ფარულ სიყვარულში გადაიზარდა?

© courtesy of OTaber Poladashviliჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი
ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ვარსკვლავური წყვილის ამბებს წლებია განიხილავენ. შეუდარებელი მოცეკვავეები კი სიჩუმეს ინარჩუნებენ და ერთობლივი ძალებით ახალ პროექტებს იწყებენ.

ყველას კარგად ახსოვს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მათი ცალ-ცალკე გამოჩენა. მოცეკვავეები ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ცეკვას დიდი ძალისხმევის შედეგად ასწავლიდნენ. მათ შრომისმოყვარეობამ პროექტს მაღალი რეიტინგი მოუტანა, ოთო და ჯულიანა კი უფრო მეტად დააახლოვა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.

ოთომ და ჯულიანამ პოპულარობა დიდი პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და შარმის ხარჯზე მოიხვეჭეს. საზოგადოებამ მათი ცეკვა უფრო და უფრო შეიყვარა, რადგან ყოველი ახალი გამოსვლა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს. გარდა იმისა, რომ ცეკვაში ერთმანეთს ავსებენ, ახლა სასიყვარულო რომანზეც ალაპარაკდნენ.

View this post on Instagram

A post shared by OTo Poladashvili (@_polada) on

უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე დაუვიწყარი სეზონი იანვარში დასრულდა, თუმცა ოთოს და ჯულიანას გრაფიკი არ შეუმსუბუქდათ.

View this post on Instagram

Happy Old New Year ☀️ გილოცავთ ძველით ახალ წელს 💛

A post shared by OTo Poladashvili (@_polada) on

მიუხედავად ამისა, ახლო მეგობრები თუ შეყვარებულები დასვენებას ერთად ახერხებენ. საკმაოდ რომანტიკულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და უამრავ კითხვას იწვევენ. მათ ფარულ ვნებებზე ჭორები ვრცელდება. გარდა იმისა, რომ საკმაოდ გულახდილ ფოტოებს აქვეყნებენ, ახლა უკვე ბიზნეს-პარტნიორებიც არიან.

ახალი საქმე ერთად წამოიწყეს და საკუთარი საცეკვაო სტუდია გახსნეს. ცეკვიდან ბიზნესში გადაინაცვლეს. ახალ თაობას ერთად ზრდიან და წვრთნიან. საცეკვაო სტუდიას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – OTo&Juliana PrOJect. პირად ცხოვრებაზე არც ერთი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ფოტოებით, გულშემატკივრებისა და მეგობრების კომენტარებიდან ნათელია, რომ ისინი ერთად არიან.

რამდენიმე თვის წინ ოთომ ჯულიანას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. მშვენიერ მოცეკვავეს ეს სიტყვები მიუძღვნა: "ჩემი უსაყვარლესი გოგოს დღეა! გილოცავ, მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ და აუცილებლად სულ ბედნიერი უნდა იყო“. ფაქტია, ოთო ჯულიანას აბედნიერებს. მართალია, ყვითელ პრესას და ჟურნალისტებს თავს არიდებენ და დაწყებულ ურთიერთობას არ ამხელენ, მაგრამ ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0