Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯანეტ ქერდიყოშვილი ფეხმძიმობას მალავს?- მოდელს ახალ ფოტოებში მუცელი ეტყობა

© Photo: Kanet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი დღითი დღე მეტად პოპულარული და განხილვადი ხდება. მათი მოგზაურობა, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე თუ ერთი ბანალური დღე ბევრს აინტერესებს

საზოგადოებამ მათი ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. თაყვანისმცემლებმა ჯანეტის წამოზრდილი მუცელი დააფიქსირეს. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, წყვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. მათი წყვილი დიდ ინტერესს იწვევს. ერთმანეთს იმდენად უხდებიან, თაყვანისმცემლების თქმით, გარეგნულად ჰგვანან კიდეც.

მოდელსა და პროდიუსერს გამორჩეული და პომპეზური ქორწილი ჰქონდა. წყვილმა ქორწილისთვის, რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგო. თავდაპირველად, ტრადიციული ქართული სამოსით გამოჩნდნენ, ჯანეტს ლამაზი ორნამენტებით შესრულებული კაბა ემოსა და თავზე გვირგვინი ეკეთა, ხოლო ნოემ თეთრ ჩოხას მიანიჭა უპირატესობა.

მათ ქორწილს საზოგადოება რამდენიმე თვე აქტიურად ეცნობოდა. ცნობილმა პროდიუსერმა „პრაიმ შოუს“ ექსკლიუზიური კადრები და ინტერვიუ აჩუქა. ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. მას სხვადასხვა ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.

ახლა კი, ჯანეტის სავარაუდო ფეხმძიმობას განიხილავენ. რამდენიმე თვეა მოდელი თავს არიდებს ფოტოების გამოქვეყნებას, სადაც მთელი სიმაღლით ჩანს. ფანებმა დააფიქსირეს, რომ ჯანეტი მუცლის დამალვას ფართო ტანსაცმლით, ჩანთით და მუცლამდე გადაღებული ფოტოებით ცდილობს.

უახლეს სურათებზე ჯანეტს თვალები განსაკუთრებულად უბრწყინავს. მის სტილში ცვლილებები იგრძნობა. აშკარაა, რომ ოჯახი მალე გაიზრდება. ჯანეტს ანგელოზს ადარებენ. მართლაც, ახალგაზრდა მოდელს ორსულობა ძალიან მოუხდება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ასაკში „მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში (უკრაინა), ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურების" წამყვანი. ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ყველა ახალი ამბავი
0