შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

© photo: National Food Agency / fbსურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების შემოწმებაზე
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების შემოწმებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის რეგიონში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო 31 ობიექტი შეამოწმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების შემოწმებაზე - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 37 ობიექტი დააჯარიმა

გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმებული ობიექტებიდან 17 დაჯარიმდა. აქედან 13 ბიზნეს-ოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ოთხ შემთხვევაში კი გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც, სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ 2 000 ლარით. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0