რა მოხდა ბათუმის სასტუმრო Hilton–ში: ხალხი ევაკუირებულია

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსასტუმრო "ჰილტონი" ბათუმში
სასტუმრო ჰილტონი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Hilton Batumi–ში ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეარხის ინფორმაციით, სასტუმროს შენობაში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო.

„სისტემა რეაგირებს უმცირეს დარღვევაზეც, საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული უსაფრთხოება“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა ლანა ჩხაიძემ.

როგორც გაირკვა, სიგნალიზაცია რესტორნიდან ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. რესტორანი მე–20 სართულზეა განთავსებული.

 „ევაკუაციის მიზეზიც ეს გახდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია და ყველას შეუძლია სასტუმროში დაბრუნება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, საშიშროება ნახევარი საათში მოიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0