Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ევა ჩემი ნარკოტიკული თრობაა! მასზე უარს არ ვიტყვი!“– ბეგაშვილის შვილმა აჟიოტაჟი გამოიწვია

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მალე დედის პოპულარობას დაჩრდილავს. ცნობილი მსახიობის შვილი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მისი თანატოლი ბიჭები ფოტოს კომენტარებში თინეიჯერს გამოხმაურებას, ხოლო შორენას ევას Instagram-ისა და Facebook-ის გასაჯაროებას სთხოვენ.

მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მარტივად ექცევა. მით უმეტეს, როდესაც ევას ფოტოს აქვეყნებს. უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე დღითიდღე იხვეწება და ლამაზდება. ამას შორენას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც ადასტურებს, რომელებსაც ათიათასობით მოწონება აქვს.

View this post on Instagram

🐥

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი დედაზე არანაკლებ პოპულარულია. ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს ადრეულ ასაკში, პირველი ქორწინებიდან შეეძინა. გოგონამ ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა. შორენას ქალიშვილი დედას ძალიან ჰგავს.

View this post on Instagram

👣eva

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ევა ბავშვობიდან სექსუალურ დედასთან ერთად გამორჩეულ ფოტოსესიებში მონაწილეობს. გოგონა რამდენიმე ბრენდის სახე იყო, მათ შორის თურქული კლინიკის, რომელშიც ევას საპასუხისმგებლო ოპერაციები ჩაუტარეს ხერხემალზე. სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება თავს მოულოდნელად დაატყდათ.

View this post on Instagram

🧡 @loveline_ll -dress🧡 eva 🧡 #eva #love

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

აღსანიშნავია, რომ ევას პოპულარობა მხოლოდ ვარსკვლავი დედის ცხოვრებას არ გამოუწვევია. საზოგადოებაში თავად გოგონა დადებით ემოციებს იწვევს. უშუალო დამოკიდებულება, მუდამ მომღიმარი სახე და ბედნიერი თვალები – ევა ბარბაქაძე ლაღი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

View this post on Instagram

@butiki_9b 💋

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გოგონამ სკოლა წელს დაამთავრა. ყველას აინტერსებდა ცნობილი ქართველი სელებრითის ქალიშვილის ჩაცმულობა. შორენას მიერ გაზიარებულ ბოლო ფოტოს 11 ათასი მოწონება აქვს. კომენტარებში მამრობითი სქესის წარმომადგენლები ემოციებს ვერ მალავენ. ბევრი ევას გაცნობას ითხოვს. ზოგს მისი ნახვა უნდა, ზოგს კი გოგონას სოციალური ქსელის გაგება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოს უცნაური კომენტარი დაურთო. „ერთს სერიოზულად ვიტყვი. ევა ჩემი ანგელოზია, ევა ჩემი ნარკოტიკული თრობაა! მოვკვდები და მასზე უარს არ ვიტყვი!“ – წერს ევას თაყვანისმცემელი.

ყველა ახალი ამბავი
0