თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მასობრივი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გამო, მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა ვაჟი, იუწყება პირველი არხი.
რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმების დახმარება რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას დასჭირდა, თუმცა ტელეარხს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ეს არ დაუდასტურეს.
ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.