პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და ლამაზი მხარეა. ოდითგანვე ეს მხარე გამოირჩეოდა კოლორიტული კულტურით, ტრადიციებითა და ბუნებით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ამ უჩვეულო მხარეში.
პანკისის ხეობა ახმეტის რაიონში მდებარეობს, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში. აქ ძირითადად ქისტები ცხოვრობენ – ასე უწოდებენ ქართველ ვაინახებს, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებში გადმოსახლებულების შთამომავლები არიან.
ისლამის აღმსარებლობის ადგილობრივი მოსახლეობა ქისტურ დიალექტზე და ქართულ ენაზე შესანიშნავად საუბრობენ.
დღეს პანკისის ხეობა საკმაოდ სწრაფად და თავდაჯერებულად ვთარდება: აქ არის საგანმანათლებლო ცენტრები, იხსნება სხვადასხვა სახელოსნოები, იღებენ ფილმებს და ნელ-ნელა ტურიზმიც ვითარდება.

პანკისის ხეობაში ყველაზე დიდი ქისტური სოფლებია დუისი, ჯოყოლო, ომალო, ბირკიანი, არგოხი და წინუბანი. დუისი ლამაზი მეჩეთითაა ცნობილი

დუისის მკვიდრი, 41 წლის აბუ აჩიშვილი - ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი გიდია პანკისში. ტურიზმის განვითარება ამ მხარეში სულ ახლახანს დაიწყო

ცხენები ადგილობრივების ერთგული მეგობრები არიან. იმისათვის რომ გიდად დაეწყო მუშაობა, აბუმ თანამშრომლობა დაიწყო უცხოურ კომპანიასთან Caucasus X-trek და მთებში ტურებს ატარებს

პანკისელ ახალგაზრდობას უყვარს სპორტი, ვარჯიშობენ ჭიდაობაში და აქტიური ცხოვრება აქვთ. სოფელ ჯოყოლოში კარგი საფეხბურთო სტადიონიც აქვთ, სადაც ადგილობრივი ბაშვები ხშირად იკრიბებიან

გარდაცვლილების ხსოვნა და მოხუცების პატივისცემა ხეობის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. პანკისელი ქალები გულდასმით უვლიან საფლავებს. ფოტოზე - ქალი სოფელ ჯოყოლოში საფლავს ალაგებს

პანკისელი ქალები არიან დედები, დები, შვილები - მათი მხარდაჭერა ამ მხარეში იმედის მომცემად და საყრდენად მიიჩნევა

საოჯახო სასტუმროს „ლეილასთან“ მფლობელი, 53 წლის დუისელი ლეილა აჩიშვილი პირველი სტუმრობს ახლადგახსნილ და ჯერ-ჯერობით ერთადერთ ფიტნეს-კლუბს პანკისში. აღსანიშნავია, რომ კლუბში ყველას შეუძლია სიარული

სოფელ ჯოყოლოში არის სკოლაც, რომელიც ბრიტანელი ჟურნალისტის - როდი სკოტის ფონდმა დააარსა. აქ ქალები სწავლობენ ინგლისურ ენას. ეს მათ მომავალში პერსპექტიულ შესაძლებლობებს მისცემს

ახალგაზრდები ერთმანეთთან ხშირად კონტაქტობენ და ერთობიან, როგორც შეუძლიათ. მაგალითად, სოფელ ჯოყოლოში საღამოობით ბანქოს თამაშით იქცევენ თავს

პანკისელი ქალები ტკბებიან ლამაზი ბუნებით და ერთად დროის გატარებით. ჯოყოლოს მკვიდრ მარიამ ქებაძეს ოჯახთან ერთად სეირნობა უყვარს

ლეილა აჩიშვილსა და მის 16 წლის ქალიშვილს - მარიამ ქებაძეს სახლში ტრადიციული კერძების მომზადება უყვართ

ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში დაძაბულობა იყო" სოფელ ბირკიანთან ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა

პანკისში ცხოვრება მშვიდად მიდი, ხალხი მიწათმოქმედებითა და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული

ადგილობრივი ქალების ჰობია საავტორო თოჯინების შექმნა. ტურისტებისათვის შესაძლებელია მათი შეძენა

16 წლის მარიამ ქებაძე სოფელი ჯოყოლოს მკვიდრია. მას ალაზნის პირას სეირნობა უყვარს. ცოტა ხნის წინ ის თელავში ცხოვრობდა მამასთან, თუმცა პანკისში გადასვლა და დედასთვის ოჯახურ საქმიანობაში დახმარება გადაწყვიტა

რელიგია პანკისელი ხალხის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფოტოზე - სოფელი ჯოყოლოს მკვიდრები რამადანის დროს ლოცვისას

ცხენებით ჯირითი დუისელების საყვარელი საქმიანობაა. აქ ასეთი შეჯიბრებები სისტემატიურად იმართება და აქტიური ახალგაზრდებისათვის საუკეთესო გართობად მიიჩნევა

დღევანდელი დღით ცხოვრება და ყოველი წამით ტკბობა - პანკისელი ახალგაზრდების დევიზია

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა პანკისთან დაკავშირებით, ჰესის მშენებლობაა. მამაკაცები ლოცულობენ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს

16 წლის მარიამ ქებაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ იახალგაზრდაა სოფელში

ტრადიციები და რელიგია ეხმარებათ პანკისელებს არ დაივიწყონ საკუთარი ფესვები, იცხოვრონ ჰარმონიაში და მომავალს იმედით უყურონ

თუმცა პანკისის ხეობაში ცხოვრება ჯერ კიდევ არც ისე ადვილია. ადგილობრივების თქმით, ტურიზმის განვითარება და უცხოელი სტუმრების ნაკადის ზრდა ადგილობრივების ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. მანამდე კი მხარეში ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო