Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ზუზუს საფლავზე მისი მეგობრები შეიკრიბნენ -მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

© photo: Zuzu Bejashvili / FBზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუზუ (ზაზა) ბეჟაშვილი საზოგადოებამ უკეთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. სოციალურ ქსელში მის გვერდზე, დღემდე არ წყდება პოზიტიური გზავნილები

2018 წლის 17 აგვისტოს საზარელმა შემთხვევამ მთელი საქართველო აატირა. ცნობილი ქართველი მსახიობი, ყველგან და ყველასთვის პოზიტიური, მხიარული და გულკეთილი ზუზუ გვიან ღამე დოლიძის ქუჩის საცხოვრებელში გარდაცვლილი იპოვეს.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მსახიობის ცხედარი საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში აღმოაჩინეს და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ზუზუს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სწორედ, გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ზუზუს მეგობრები, მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის უცნობი პირები მის სასაფლაოზე ხშირად იკრიბებიან. ზუზუს გარდაცვალებამ ახლო მეგობრები უფრო დაახლოვა და ერთი სატკივარის გარშემო გააერთიანა. ახლა ისინი, ზუზუს საფლავს გარდაცვლილი მსახიობის დედასთან ერთად უვლიან.

ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად კანადაში აპირებდა გამგზავრებას.

ზუზუ ბეჟაშვილი  თბილისში 1976 წლის 1 ივნისს, ვერაზე დაიბადა. ბავშვობიდან მომღერლობა სურდა, საესტრადო სასწავლებელში სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა. პირველი მნიშვნელოვანი როლი 2009 წელს ფილმში „გოგონა სლაიდიდან“ მთავარ როლი შეასრულა. მაგრამ, უფრო მეტი სიყვარული და ცნობადობა მაღალრეიტინგულმა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0