Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კეთილი რჩევაა იყავით ინდივიდი და არა ხატია წერეთლის აჩრდილი...“ – ხატია წერეთელი

© Photo: Khatia Tsereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია წერეთელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სიმღერით „შენთან სექსი მაგარია“, რომელმაც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში „დიდი აფეთქება“ გამოიწვია.

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალური ქსელით საზოგადოებას ურჩევს, მის მიმბაძველობას თავი დაანებონ და მის აჩრდილად ნუ იქცევიან. მომღერალი ფიქრობს, რომ მისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, რადგან მისი მთავარი ხიბლი მისი შინაგანი სამყაროა, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანია.

„მე არ ვარ ზღაპრების წიგნი, მე ენციკლოპედია ვარ, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ფურცლო. კეთილი რჩევაა იყავით ინდივიდი და არა ხატია წერეთლის აჩრდილი. ცნობისთვის პლაკატი ბევრად ეფექტურია ვიდრე ფლაერი“, – წერს მომღერალი.

ხატია წერეთელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სიმღერით „შენთან სექსი მაგარია“, რომელმაც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში „დიდი აფეთქება“ გამოიწვია. მალევე გახდა ცნობილი, ვის ეძღვნებოდა მუსიკა.

ეროტიული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. „ურთიერთობა ხომ შეიძლება გქონდეთ ადამიანთან, მაგრამ არ დაარქვა ყველაფერს სახელი? მაგის აღქმა უჭირს ბევრს, ზოგი შეყვარებულებებს გვეძახის“, – განაცხადა იმედა ვახტანგიშვილმა.

ხატია წერეთელმა გადაცემაში „თქვენი დრო“ დაადასტურა, რომ სიმღერა „შენთან სექსი მაგარია“ სწორედ იმედა ვახტანგიშვილს ეძღვნება. ცოტა ხნის წინ ხატია წერეთელმა თბილისის ზღვიდან „ფეისბუქ-ლაივი“ ჩართო, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს აჩვენა, როგორ ერთობა წყვილი პლაჟზე.

ყველა ახალი ამბავი
0