თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საბერძნეთის კუნძულ პოროსთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი რუსი ტურისტია, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.
კერძო ვერტმფრენი Agusta A-109 სამშაბათს, დღისით ჩამოვარდა – იგი ელექტროგადამცემ ხაზს წამოედო და ზღვაში ჩავარდა. მყვინთავებმა წყლიდან სამი ცხედარი ამოიტანეს.
В результате крушения вертолета у греческого острова Порос погибли двое граждан России. Посольство выражает соболезнования родным и близким жертв авиапроисшествия и оказывает необходимое консульское содействие. pic.twitter.com/tSaSjwEvTN
— Rus Embassy, Greece (@RFEmbassyGr) August 20, 2019
„კუნძულ პოროსზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რუსეთი ორი მოქალაქე დაიღუპა“, – ნათქვამია Twitter–ზე საბერძნეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუს ტურისტებთან ერთად დაიღუპა პილოტი,რომელიც საბერძნეთის მოქალაქე იყო.
რუსი დიპლომატები კატასტროფის დეტალებს ადგენენ.
მომხდარი შემთხვევის შედეგად, კუნძული ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.