რეციდივისტმა თბილისში აზერბაიჯანელი გაქურდა: სასამართლოს განაჩენი

გამოწერა
თბილისში მამაკაცმა, არასრულწლოვანთან ერთად, აზერბაიჯანის მოქალაქეს დაესხა თავს

 

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც აზერბაიჯანის მოქალაქეს ყაჩაღურად დაესხა თავს, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

უკრაინის პოლიცია - Sputnik საქართველო
უკრაინაში ქართველი ექს-მაღალჩინოსნები დააკავეს: ყაჩაღობისა და დაკავების ამსახველი კადრები

სასამართლოზე დამტკიცდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს თბილისში, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, წარსულში ნასამართლევმა არასრულწლოვანთან ერთად აზერბაიჯანის მოქალაქეს თავს დაესხა. დანის გამოყენებითა და დაშინებით მათ დაზარალებულს 876 ლარის ღირებულების პირადი ნივთები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დამნაშავეები 2018 წლის 7 აგვისტოს თბილისში დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის).

სასამართლომ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, იგი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ გადაეცა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.


ყველა ახალი ამბავი
0