ამერიკელი მეთოჯინე თბილისში ბავშვებისთვის მასტერკლასს მართავს

© Photo: Tbilisi Museums / FBბურნი ფავერი
ბურნი ფავერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფავერი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მიჰყავს სემინარების ციკლი „მარიონეტული ხელოვნების პრაქტიკული კურსი“, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ამერიკელი მეთოჯინე, მუსიკათმცოდნე, ნოველისტი და ვიდეობლოგერი ბურნი ფავერი 22 აგვისტოს ექსკლუზიურ მასტერკლასს გამართავს თბილისში. 

თბილისის ქუჩებში გამვლელებს საშიში თოჯინით აშინებდნენ - გამვლელების რეაქციები - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში გამვლელებს საშიში თოჯინით აშინებდნენ – გამვლელების რეაქციები

ფავერი მსურველებს მსოფლიოს ცნობილი ზღაპრების პერსონაჟების თოჯინა-მარიონეტების დამზადებას ასწავლის.

„შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდებს თოჯინებზე, დაამზადებენ თოჯინა-მარიონეტებს ნაცნობი ზღაპრებიდან და შექმნილი მარიონეტებით „გააცოცხლებენ“ ზღაპარს“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბურნი ფავერს თოჯინური ხელოვნების ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობს სონომის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია) და ევროპის ქვეყნებში. მას ეკუთვნის აქვს არაერთი თეატრალური დადგმა და არის მრავალი ჯილდოსა და საერთაშორისო გრანტის მფლობელი.

ფავერი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მიჰყავს სემინარების ციკლი „მარიონეტული ხელოვნების პრაქტიკული კურსი“, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაა.

ამერიკელ მეთოჯინესთან შესახვედრად ღონისძიების ორგანიზატორები 9-დან 13 წლამდე ბავშვებს იწვევენ.

ყველა ახალი ამბავი
0