„სხვა მოხუცი წამოიყვანეს საავადმყოფოდან... ოჯახში ჰყავდათ და ერთი კვირის მერე მიხვდნენ“

CC0 / Pixabay / პაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ისტორიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს თურქული სერიალები გაახსენა, სადაც სასიყვარულო ურთიერთობები ძირითადად ჩანთების არევის თემით იწყება.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ახალგაზრდა კაცმა სამგზავრო ჩანთის ფოტო გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. როგორც აღმოჩნდა, ჩანთა ეკუთვნის გოგონას, რომელმაც გუშინ ქობულეთიდან თბილისის მიმართულებით მინივენით იმგზავრა, დიღომში ჩამოსვლისას კი შეეშალა და შემთხვევით ამ ვაჟის ჩანთა წაიღო. 

მოხუცი ქალი - Sputnik საქართველო
„მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში, რასაც ხედავთ, ამის მეტი არაფერი აქვს...“ – აკა სინჯიკაშვილი

პოსტს უამრავი კომენტარი აქვს. შემთხვევამ სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სხვა ისტორია გაახსენა.

„ჩანთის შეცვლა რა მოსატანია. ერთ ნაცნობს ოჯახის წევრი მოხუცი შეეშალა და სხვა წამოიყვანა ღამით საავადმყოფოდან და ერთი კვირა სახლში ყავდა მერე მიხვდნენ. არ ვიტყუები“, – წერს ის. 

სხვებს ამ ისტორიამ თურქული სერიალები გაახსენა, სადაც სასიყვარულო ურთიერთობები ძირითადად ჩანთების არევის თემით იწყება.

„ცოლი მოგყავთ მალე, იცით?“, „ეგ მალე სტენკასაც ჩაგიდგამს“, – უწერენ ბიჭს. კომენტარებში ასევე გაიხსენეს ცნობილი შემთხვევა, რომელიც ქუთაისში მოხდა.

მოხუცი წყვილი - Sputnik საქართველო
სიყვარულზე ღირებული არაფერი შეუქმნია ღმერთს ამ ქვეყნად - მოხუცი წყვილის ემოციური ვიდეო

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინ მიცვალებულები აერიათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულმა ზურაბ ბარბაქაძემ მაშინ „პირველ არხს“ უთხრა, რომ საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც საქასრიას რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ დასაფლავების შემდეგ გაიგო, რომ კლინიკიდან ცხედარი შეცდომით გამოატანეს, რადგან მათთან სოფელში დამარხული მიცვალებულის ოჯახი ჩავიდა და ცხედრის ამოსვენება მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0