რატომ დაეცა ლარის კურსი? მკითხველის მოსაზრება

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს შორის ასევე დასახელებული იყო გარე ფაქტორები და პანიკა მოსახლეობაში.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik.Sputnik-საქართველოს" მკითხველების უმრავლესობა – 57,4% მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნის მიზეზი მთავრობის საქმიანობაა. ამაზე მეტყველებს სააგენტოს ვებ-გვერდზე ონლაინ-გამოკითხვის შედეგები.

პრემიერი: ლარის კურსი სტაბილური გახდება>>

ლარის კურსის დაცემის მთავარ მიზეზად საგარეო ფაქტორებს მიიჩნევს გამოკითხულთა 23,4%, ხოლო ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგად მიაჩნია 12,8%-ს.

ეროვნული ვალუტის ვარდნის მიზეზი არის პანიკა მოსახლეობაში – ასე მიიჩნევს მკითხველის 6,4%.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის

ლარის კურსი დოლარის მიმართ 20 ივნისიდან 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7871 იყო, 1 აგვისტოს ამ მაჩვენებელმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია – 2,9718.

ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი 1,4%-ით გამყარდა, თუმცა ლარის გაცვლითმა კურსმა 8 აგვისტოდან კვლავ ვარდნა დაიწყო – 2,9338 GEL/$.

ეროვნულმა ბანკმა 19 აგვისტოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,9232 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი: პასუხისმგებლობა, მოლოდინები, პროგნოზები>>

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურდა და ამას ხელი შეუწყო ბოლო კვირებში შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ნეგატიურმა მოლოდინებმა.

ყველა ახალი ამბავი
0