მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ექვსი ადამიანი გადაარჩინეს – ვიდეო

© Emergency Management Serviceმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წყალზე მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლში ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე სამიდან ოთხ ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, არ ჩავიდნენ წყალში.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმია – მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ>>

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები: არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის გამოფენილია წითელი ალმები, თეთრი ალმები გამოიფინება მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0