მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელსა თუ ტელეეკრანებზე დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ მიმზიდველი ლელას ბოლო ფოტომ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ დივას შესაშური ტანი აქვს.
მუდამ პოზიტიურ ტალღაზეა, შესაბამისად, მის ასაკს რთულად გამოიცნობთ. მოგახსენებთ – პოპ-დივა 50 წლისაა. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში სილამაზის, მაკიაჟის ხრიკებისა თუ დიეტების გასაზიარებლად.
აღნიშნავს, რომ მის გარეგნობაში უდიდესი როლი გენეტიკამ ითამაშა და პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. კარიერას 1991 წლიდან დღემდე აქტიურად განაგრძობს.
ქართულ შოუ-ბიზნესში პირველი შემსრულებელია, რომელმაც მაყურებელს კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი შესთავაზა სანახაობრივი ეფექტებით. ლელას ცხოვრება და მისი გარეგნობა სპეც-ეფექტებს არ საჭიროებს. მის გარშემო დიდი დოზითაა პოზიტივი, მხიარულება, ჟრიამული. თავად ლელას თქმით, ცხოვრების ყველაზე დიდი მუხტი სწორედ დადებით განწყობას მოაქვს და სიბერეს ივიწყებს.
ლელას მიერ გაზიარებულმა ფოტომ რამდენიმე საათში 8 ათასამდე მოწონება დაიმსახურა. წელს მომღერალი სოლო კონცერტით ბათუმს ეწვია. მხურვალე ზაფხულის ერთი ღამე თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა. როგორც ისინი ლელას სიმღერის მიხედვით ამბობენ, ერთობლივად „ღამის სიჩუმე გაფანტეს“.
ფოტო მომღერალმა მაკა ზამბახიძემ ბათუმის ერთ-ერთ აუზზე გადაიღო. ლელას რუჯი ძალიან უხდება. გარდა ამისა, პოზიტიური მომღერალი სექსუალურ საცურაო კოსტიუმში მიმზიდველად პოზირებს. გამოქვეყნებულ სურათს ასზე მეტი კომენტარი აქვს. საზოგადოება მის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავს. "მართლაც, ლელა მაგარი ქალია! აი, ისეთი ქალი, სიყვარულის სურვილს რომ გიღვიძებს!"; "როდესაც თავს უვლი და ქალის შარმი იცი რა არის ეს სულ სხვა განზომილებაა... ყველაფერს შეუდარებლად იხდენ..." – წერენ მომხმარებლები.