ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეიდან, 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებების გამო პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.