ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდი Vetements-ი დათუნია ტედის ჩუსტებს £680 ფუნტად ($826.27 აშშ დოლარი) ყიდის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro წერს.
View this post on Instagram
პროდუქტი Net-a-Porter-ის ვებგვერდზე იყიდება. ჩუსტების აღწერაში წერია, რომ Vetements-ის ახალ მოდელს Hug Me Bear ( „ჩამეხუტე დათუნია“) ჰქვია.
VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მისი ძმა გურამ გვასალიაა. დემნა გვასალია ასევე ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.