თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა მწვერვალ უშბიდან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გამყოლი გიდის გარეშე დღეს დილით უშბისკენ გაემართნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
ტურისტები ამ წუთებში მესტიის საავადმყოფოში გადაჰყავთ.