რა ხდება საბურთალოზე: ვიდეო „ფორსაჟი 9-ის“ გადასაღები სივრციდან

გამოწერა
 ფილმ „ფორსაჟი 9−ის“ გადაღებებთან დაკავშირებით, თბილისში ვაჟა−ფშაველას გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, რა ხდება დღეს საბურთალოზე

ფილმ „ფორსაჟი 9−ის“ გადაღებებთან დაკავშირებით, თბილისში ვაჟა−ფშაველას გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, რა ხდება დღეს საბურთალოზე. 

შეზღუდვები, რომელიც ავტომობილების გარდა ფეხით მოსიარულეებსაც ეხება, ვაჟა−ფშაველას გამზირზე დღეს დილის 7 საათიდან ამოქმედდა და 27 აგვისტოს საღამოს 6 საათამდე იქნება ძალაში. კერძოდ, გადაკეტილია მონაკვეთი „რესპუბლიკური საავადმყოფოდან“  მეტროსადგურ „დელისამდე“. ამასთან, ავტომობილების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე 24 საათის განმავლობაში იქნება შეზღუდული, ხოლო ფეხით მოსიარულეებს მოძრაობა საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე შეუძლიათ. 

ფორსაჟი - Sputnik საქართველო
თბილისში ჰოლივუდური ფილმი „ფორსაჟი 9”-ის გადაღებები დაიწყო

Sputnik საქართველოს რეპორტიორის თქმით, უშუალოდ ფილმის გადაღების პროცესი ორშაბათს დაიწყება: ჯგუფის წევრები დაახლოებით 8 საათზე შეიკრიბებიან და გადაღებას, სავარაუდოდ, შუადღისთვის შეუდგებიან.

სასიამოვნო დეტალი ისაა, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ.

ფილმის გადასაღებად საჭირო ტექნიკური საშუალებების აწყობა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia−ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.  

რაც შეეხება მსახიობებს, ისინი საქართველოში არ ჩამოდიან, მათ მაგივრად კასკადიორები იმუშავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0