დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აგვისტო

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესანიშნავი დღეა. ყოველ წუთს ახალი და ახალი ძალები გემატებათ. ნებისმიერი საქმე იოლად და წარმატებით გამოგდით. განსაკუთრებით იღბლიანი პერიოდია დღის მეორე ნახევარი. მაგრამ ნუ მოდუნდებით და ხვალინდელი დღეც გაიხსენეთ, რათა მცირე უსიამოვნებები არ შეგხვდეთ.  კარგი დღეა ფინანსური ინვესტიციებისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ის, რაც თქვენს ცნობიერებაში ხდება, გარემო სივრცეში აისახება. დროა, იმუშაოთ, დაფიქრდეთ ახალ იდეებზე, რადგან ისინი მომავალში კარგი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. მაგრამ საკუთარი გეგმები არავის გაანდოთ. ეცადეთ, მოერიდოთ ახალ ადამიანებს გარშემო, მათ თავისდაუნებურად, შესაძლოა, მომავალში ხელი შეგიშალონ. დღის მეორე ნახევარში მაღალია ტრავმების ალბათობა, ამიტომ იფრთხილეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს ტყუპებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ფრთხილად იყავით, არის ტრავმების მიღების ალბათობა. თუ თქვენზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან, ტაქტიანად გაეცალეთ ვითარებას, რჩევები არ მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის დანაკარგის ალბათობა. ასევე, არ ღირს ახალი ადამიანების გაცნობა. საქმიან სფეროში არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დოკუმენტებს არ მოაწეროთ ხელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღეს რასაც გააკეთებთ, მხოლოდ შეუპოვრობისა და დიდი ძალისხმევის წყალობით მიაღწევთ. ეცადეთ, სწორად და ზედმეტი ემოციების გარეშე შეაფასოთ შექმნილი ვითარება. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების, მსხვილი საყიდლებისა და არასტანდარტული, რისკთან დაკავშირებული კომერციული გადაწყვეტილებებისთვის. ქალ კირჩხიბებს დამაინტრიგებელი პაემანი ელოდება, შესაძლოა, ახალი ურთიერთობები დაიწყოს, ან ძველი განახლდეს, ხოლო მამაკაცებს ადრე დაუსრულებელი პრობლემები შეაწუხებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ფულთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გაღიზიანებთ და უსიამოვნო ემოციებს იწვევს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ცდუნებებს, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ უკან დასახევი გზა არ მოიტოვოთ. დღის მეორე ნახევარში არის ჯანმრთელობის პრობლემების საფრთხე, ამიტომ ყურადღებით იყავით და პირველივე სიმპტომებისას მიხედეთ თავს, რათა დაავადება სერიოზულად არ გართულდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს ძალისხმევა მიმართეთ იმისკენ, რომ გარშემომყოფებთან საერთო ენა გამონახოთ. ამისთვის, შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. არ ღირს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ზედმეტი აქტიურობის გამოჩენა. ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, გაუარესდეს. ამიტომ გადახედეთ თქვენს ფინანსებს, ხარჯებს და შემდეგი დღეების გეგმა შეადგინეთ. თუ საჭიროა, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

წინააღმდეგობებით სავსე დღეა. ურთიერთობებში აუხსნელი დაძაბულობაა – რატომღაც თქვენი ძალიან ახლობლებსაც კი სხვანაირად ესმით, მოსალოდნელია სერიოზული კონფლიქტი. პროფესიული მოვალეობები თქვენი გამოცდილების მიხედვით და გონივრულად შეასრულეთ. რამის ყიდვისას ყურადღებით იყავით, რომ არ მოგატყუონ. ასაკოვანმა სასწორებმა ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

კარგი დღეა პიკნიკების ლაშქრობისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმისთვის, ასევე, შემოქმედებისა და მეცნიერული მოღვაწეობისთვის. დღეს მოულოდნელი ნაცნობობა, შესაძლოა, მომავალში მტკიცე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. შესაძლოა, გაიგოთ ახალი ამბავი, რომელი ცხოვრების ახალ გზაზე გაგიყვანთ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს შეძლებთ თქვენი საქმიანობის შედეგების ობიექტურად შეფასებას, ასევე, იმ სიტუაციის, რომელშიც ამ საქმიანობის შედეგად აღმოჩნდით. დღევანდელმა მოვლენებმა, დიდი ალბათობით, თქვენს წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი. მთავარია, გწამდეთ გამარჯვების და შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ძალზე მაღალია მამაკაცი თხის რქების სასიცოცხლო ძალები. პიკს აღწევს ინტუიციური შესაძლებლობები, სექსუალური მომხიბვლელობა, ლიდერის თვისებები, მაგრამ იფრთხილეთ, რადგან მოშურნეებმა, შესაძლოა, გზაზე დაბრკოლებები შეგიქმნან. გააძლიერეთ პოზიციები და გვერდით დაიყენეთ სანდო ადამიანები. ქალები კი ურთიერთობებისგან დღეს მხოლოდ უარყოფით ემოციებს მიიღებენ. ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ჯობია.

ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი დღეა. დილიდან შესაძლებელია მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება და წარმატებული მოლაპარაკებების გამართვა. ამ პერიოდში დამაჯერებლი ხართ, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო. დღის მეორე ნახევარში კი ძალები შესუსტდება, მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები, დეპრესიული ემოციები. ამ დროს, აჯობებს, თუ დაისვენებთ და სასურველია – მარტო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს დიდი გმარჯვებაა მოსალოდნელი, მაგრამ სიამაყემ არ შეგიპყროთ, ასევე, გადაჭარბებით არ შეაფასოთ თქვენთან ერთად მომუშავე ადამიანების ძალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო, მცირე შეცდომები გარდაუვალი იქნება. პირადი ურთიერთობები შეიძლება დაზარალდეს როგორც ზედმეტი თავდაჯერებულობის, ისე არასაკმარისი სიმტკიცის გამო. მწიფდება ოჯახური კონფლიქტი, ამიტომ აჯობებს, თუ გაერიდებით მას და საღამოს სახლიდან გახვალთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0