თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შსს-ს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველო–თურქეთის საზღვრთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ დააკავეს.
1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.