Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ...“ - ნინო ნადირაძე

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო

ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს.

ტელეწამყვანი წერს, რომ ვაკეში მალე პირველყოფილი ვაკელების სამარხს აღმოაჩენენ, თუკი თხრის სისწრაფეს გავითვალისწინებთ.

„ვაკეში ისეთი გამალებით თხრიან, მგონი სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ, ნუ ბრინჯაოს ხანის ყავის ჭიქას მაინც“, - წერს ნადირაძე.

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე და ტრანსპორტი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართდა.

თბილისის მერის განცხადებით, განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა. ელექტროსადანები, რომელიც ჰაერშია, მიწისქვეშ ჩავა. ეს ყველაფერი, ანუ პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, არაა გამორიცხული, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას უფრო დიდი დრო დასჭირდეს. კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია რეალურად რა მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები და შესაბამისად, რა მასშტაბის სამუშაოები იქნება შესასრულებელი.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ვერ მოესწროს და მომავალ წელსაც გაგრძელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0