თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.