„ფორსაჟი 9"-ის გადაღების გამო 18 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliვაჟა-ფშაველას გამზირი
ვაჟა-ფშაველას გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის გადაღება 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაღება 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაიკეტება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან (რესპუბლიკური საავადმყოფო) მეტროსადგურ „დელისამდე“.

ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

არსებული ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე  მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე და თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.

ფორსაჟი - Sputnik საქართველო
ახალი „ფორსაჟის“ სცენებს თბილისში გადაიღებენ

„დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება. მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება. ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან მოძრავი კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

კინოაფიშა კინოთეატრის დარბაზის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
"ფორსაჟი-8" საქართველოს კინოთეატრებში 13 აპრილს გამოვა

უწყების ცნობით, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

თბილისის მერია  ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დისკომფორტისთვის.

„ფორსაჟი“ (The Fast and Furious) არის ამერიკული კინო-ფრენჩაიზი, რომელიც ამჟამად შედგება რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. ფილმები გამოდიოდა 2001 წლიდან 2017 წლამდე. „ფორსაჟი“ არის Universal Studios- ს უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზი, რომლის ბიუჯეტი 5.1 მილიარდ დოლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0