დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აგვისტო

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება დღეს თქვენთვის ხელსაყრელი არ არის. დიდი ალბათობით, მამაკაც ვერძებს ელოდება ისეთი მოვლენა, რომელიც მათ პირად ცხოვრებაში არსებული სიტუაციის ხელახლა გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენებს. შესაძლებელია ურთიერთობების გართულება ახლობელთან არაკეთილმოსურნის ცილისწამების ან მოტყუების გამო. ქალი ვერძები ასევე, შესაძლოა, თავდასხმებისა და ბოროტი ხუმრობის სამიზნე გახდნენ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღეს არახელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში ინციატივის გამოჩენისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის და ფინანსური ოპერაციებისთვის. მოსალოდნელ ნაყოფს მოიტანს შეხვედრები და მგზავრობა, რომელიც უკავშირდება საქმიანობის სფეროს გაფართოებას ან ახალ პროექტებს. წარმატებული იქნება ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მიმართვა. ყურადღება მიაქციეთ გვერდით მყოფ ადამიანებს - მათ ძალიან ხშირად არ ჰყოფნით თქვენი ყურადღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

რთული და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. წარმატება დღეს დაგეგმილ რომელიმე საქმეში ნაკლებად სავარაუდოა. მამაკაცი ტყუპები უნდა მოემზადოთ საქმეებში შესაძლო დაბრკოლებებისთვის, ასევე, არაკეთილმოსურნეების გააქტიურებისთვის. ქალებისთვის კი რეკომენდებულია, არ ჩაერიონ სხვის კამათსა და ჩხუბში, არ დანიშნონ შეხვედრები მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების დღევანდელი მდგომარეობა ხელს უწყობს სულიერ და შემოქმედებით ზრდას. კარგი დროა ოჯახური ურთიერთობების განვითარებისა და გამტკიცებისთვის, პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებისთვის, ქორწინების გადაწყვეტილებისთვის. თუ ბავშვი გყავთ, დაუთმეთ მას ჩვეულებრივზე მეტი დრო. მოვლენების ჯანსაღი შეფასება არასტანდარტულ ვითარებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის დასაწყისი არახელსაყრელია ურთიერთობებისთვის. მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს, ემოციურ საუბრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება, შესაძლოა, უკიდურესად დაიძაბოს. ასევე, სჯობს, მოერიდოთ რომანტიკულ თავგადასავლებს, რადგან მას არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ნუ აჰყვებით ემოციებს და საკუთარ სურვილებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

კარგი, სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც სიმშვიდეს, სულიერ წონასწორობასა და მატერიალური მდგომარეობის გამყარების ხერხებს მოგიტანთ. დიდი ალბათობით, შეძლებთ საქმიანობის სფეროს გაზრდას და შემოსავლების გაზრდის ახალი წყაროების მოძებნას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და მოვლენებზე მცდარი მოსაზრება ჩანაფიქრის განხორციელებაში შეგიშლით ხელს. ფრთხილად იყავით, რომ არაკეთილმოსურნეების ჭორების მსხვერპლი არ გახდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

წინააღმდეგობებით სავსე დღეა. მოსალოდნელია ვარდნა კომერციულ საქმიანობაში და შემოქმედებით მუშაობაში. გარედან მიღებული ინფორმაციით თუ იხელმძღვანელებთ, ეს ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს. ახალი წამოწყებები კრახისთვის არის განწირული. სჯობს, არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კარგად მიმოიხედეთ და ყველაფერში საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

ყველა საქმეში დღეს სიმტკიცე და შეუპოვრობა გესაჭიროებათ. გექნებათ შესაშური შრომისუნარიანობა და თუ მოინდომებთ, უამრავ საქმეს გააკეთებთ. ახალ საქმეს თუ წამოიწყებთ, სირთულეების წინაშე უკან არ დაიხიოთ, რადგან წარმატებები გელოდებათ მუშაობის სფეროში. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, აქ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც უკეთესობის, ისე უარესობის მხრივ. ურთიერთობების გამოსარკვევად უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

რთული, ჩხუბისა და კონფლიქტების დღეა. თქვენზე აისახება დაგროვებული დაღლილობა, დაძაბულობა. დიდი ალბათობით, გარშემომყოფებთან ურთიერთობების გამორკვევა მაღალ ტონებში მოგიწევთ, ასევე, არ არის გამორიცხული უხეშობასთან და თავხედობასთან შეჯახება. ცხოვრება სიმტკიცეზე გამოწმებთ. თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებებისგან, ნებისმიერი რისკისგან, ფიზიკური ზედმეტი დატვირთვისგან და შორეული მგზავრობისგან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს ახალი საზრუნავი გაგიჩნდებათ. დღის დასაწყისში მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა, ჯანმრთელობის პრობლემები, უთანხმოებები გარშემომყოფებთან. დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და შესაძლოა, რომანტიკული გატაცებაც. ამ პერიოდში გაუმკლავდებით ნებისმიერ პრობლემას. ამასთან, შეგიძლიათ, ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, ზოგადი და საოჯახო ურთიერთობებისთვის. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ, ხოლო მამაკაცებს ცვლილებები პირად ცხოვრებაში, მაგრამ არ ინერვიულოთ - ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება. ხელსაყრელი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის, აქტიური დასვენებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საკმაოდ ნერვული დღეა, სავსე მოულოდნელი პრობლემებით პირად ცხოვრებაში. დღის დასაწყისში გარშემომყოფების მიმართ აგრესიულობამ, შესაძლოა, დიდი პროტესტი გამოიწვიოს ახლობლების მხრიდან. დღის მეორე ნახევარი უჩვეულო მოვლენებით იქნება სავსე და თუ შემოქმედებითი იქნებით, მათ ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, რომ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ. კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ თავს და სხვებს დიდი მოთხოვნები არ წაუყენოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0