Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბიჭოლა თეთრაძე კარდაშიანების მილიარდერ დასთან ერთობა - ფოტოები

© photo: bicholla / instagramქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე
ქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭოლა ბოლო დროს უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს

ქართველი დიზაინერი ბიჭოლა კაილი ჯენერის Instagram „სთორიში“ აღმოჩნდა, რომელიც კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრია და 21 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა.

ამერიკელმა მოდელმა, ტელეწამყვანმა და მსახიობმა საფრანგეთში, კანიში გამართული წვეულებიდან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბიჭოლა კარგად ჩანს.

კაილი ჯენერმა ქონების დიდი ნაწილი კოსმეტიკის გაყიდვით დააგროვა. ის Kylie Cosmetics-ის მფლობელია და სახის კანის მოვლის, ასევე მაკიაჟის საშუალებებს ყიდის. 22 წლის კაილი ჯენერი 1 მილიარდ ამერიკული დოლარზე მეტის მფლობელია და „ფორბსის“ შეფასებით, ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც თავისი შრომით მილიარდი იშოვა.

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და ე.წ. „ბალიშების“ კოლექციის შემქმნელმა ბიჭოლამ კი საქართველოში თავის დამკვიდრებისა და ყურადღების მიპყრობის შემდეგ, უცხოურ მოდის ინდუსტრიაშიც წარმატებით გადაინაცვლა. დიზაინერი ხშირად აწყობს ელიტურ ღონისძიებებს, ბოლო დროს  კი უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0