Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის სოფო ხალვაშის მეუღლე და როგორ ცხოვრობენ ბათუმში - ფოტოები

გამოწერა
სოფო ხალვაში არ გამორიცხავს, რომ მალე საკუთარი კაფე გახსნას, სადაც კერძებს თავად მოამზადებს

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელის საზოგადოებას კონკურს „ნუცას სკოლიდან“ დაამახსოვრდა, თითქმის ერთი წელია ბათუმის მერის მოადგილეა და ბათუმში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

მისი მეორე ნახევარი, მიშა ძოძუაშვილი იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, სოფო მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობდა.

მისი მეუღლე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის რე­ვაზ ძო­ძუ­აშ­ვი­ლის შვი­ლი მიშა ძო­ძუ­აშ­ვი­ლია. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაშორებული იყო, თუმცა მალევე შერიგდა. მათ ორი პატარა გოგონა ჰყავთ.

როგორც ჩანს, მამამთილთამ სოფოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში სოფო ამბობდა, რომ ყველაფერში გრძნობს ოჯახის მხარდaჭერას.

„მე ჩემი ოჯახისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს, განსაკუთრებით ჩემი მამამთილისგან, როცა მე ვჩერდები, რეზო სულ მამხნევებს. მიყვარს კერძების მომზადება, კულინარია. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო. ეს არ არის ოჯახებში ხშირი შემთხვევა“, - ამბობს სოფო.

მომღერალი სოფო ხალვაში ცნობადი სახეებიდან ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ძალები კულინარიულ შოუში მოსინჯა და მასტერშეფში მიიღო მონაწილეობა. მომღერლის აქამდე უცნობი ნიჭი ტელემაყურებელმა მასტერშეფის მეორე გადაცემაში იხილა. სოფოს მომზადებულმა კურდღელმა პიტნისა და ყველის სოუსებით ყველაზე მკაცრი ჟიურიც კი მოხიბლა და მომღერალმა წინსაფარი დაიმსახურა.

„ყოველთვის ვოცნებობდი, პატარა კაფე მქონოდა სასიამოვნო მუსიკითა და გემრიელი კერძებით, რომლებსაც მე შევარჩევდი და თავადაც მოვამზადებდი. „მასტერშეფში“ მოსვლის შემდეგ ეს სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა და არ გამოვრიცხავ, რომ მალე ოცნება ავიხდინო“, - ამბობს სოფო.

ყველა ახალი ამბავი
0