თბილისის საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ განიზიკა ია კიწმარიშვილის სარჩელი წილის დაბრუნების შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი

თბილისი, 16 აგვისტო  — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ტელეკომპანია  „რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილის სარჩელი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

 Rustavi2 - Sputnik საქართველო
ვნებები „რუსთავი2"-ის ირგვლივ: კიწმარიშვილი ტელევიზიის ქონების დაყადაღებას მოითხოვს

კიწმარიშვილმა სასამართლოს რეიტინგული ტელევიზიის წილის მოთხოვნით მიმართა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დააფუძნა. სწორედ მათ - აქიმიძეს და დვალს შესთავაზა ხალვაშმა ტელეკომპანიის 40%-იანი წილი, რაზეც ყოფილმა მფლობელებმა უარი განაცხადეს და  „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელისგან 60%-იანი წილი მოითხოვეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებატელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ განმარტა.

 „მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და შპს „პანორამასთვის“ გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია. მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე  და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა,“ - განაცხადა სალიამ.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა რამდენიმე წლის წინ – 2015 წელში დაიწყეს, როდესაც აღნიშნული საკითხი მათთვის აქტუალური გახდა. ეროსი კიწმარიშვილმა კი დავა 2009 წლიდან დაიწყო. 

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ გვარამიას ადვოკატის საჩივარი არ მიიღო

ადრე ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 2004 წელში ტელევიზიის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობას. როგორც ადრე აქიმიძემ განაცხადა, წინა ხელისუფლებამ ისინი აიძულა, რომ ტელეკომპანია გაეყიდათ, რომელიც ვალების გამო ბანკროტად გამოცხადდა. შემდეგ ტელეკომპანია ხალვაშზე გადაფორმდა და ის ვალების გასტუმრების გარანტი გახდა.

ორშბათს ცნობილი გახდა, რომ  „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ღია აუქციონის წესით ტელეკომპანიის 100%-იან წილს ყიდის.

1994 წელს დაარსებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2015 წელს „რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენის განცხადებით, მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს. საბოლოოდ, ბიზნესმენმა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შედეგად, მოიგო საქმე, რომელიც ერთ-ერთ- რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„რუსთავი 2“–მა მფლობელი  მას შემდეგ შეიცვალა, როგორც კი ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ხალვაშს ტელეკომპანიის წილების 60%, მის კომპანია „პანორამას“ კი 40% ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0