სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს -ფოტოები

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, შესაბამისად დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

საქართველოს პრეზიდენტი ზაფხულის ცხელ დღეებს კახეთში ატარებს. ის ლოპოტაზე ისვენებს. ფოტო სოციალურ ქსელში პოლიტიკოს ზურა აბაშიძის მეუღლემ თეონა ბენაშვილმა გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბავშვებთან ერტად არის გადაღებული, თუმცა მალევე წაშალა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ისვენებს მისი საფრანგეთში მცხოვრები შვილი - ქეთევან გურჯესტანიც, რომლის ფოტოც ტავად პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ბოლო დროს პრეზიდენტი კახეთს ხშირად სტუმრობს. გასულ თვეში მან ატმის კრეფის პროცესშიც კი მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ფოტოები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

​საქართველოს მოსახლეობამ პირველი ქალი პრეზიდენტი გასული წლის ნოემბერში აირჩია. სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 12 მარტს პარიზში დაიბადა. ის საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-2018 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებშია.

მიკროფონი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა.

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0