Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არაფერი მიხარია, არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ...“ - ნუკი კოშკელიშვილის შვილი ავადაა

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილის პატარა ვაჟი ოლივერი ავად გახდა. მსახიობმა ბავშვის ავად ყოფნას გულისამაჩუყებელი სიტყვები მიუძღვნა

მსახიობსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ვაჟი 2018 წელს ნიუ-იორკში ეყოლა. წყვილმა შვილს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვა. ნუკი 40 კვირის ფეხმძიმე იყო, როდესაც იმშობიარა. მთელი 9 თვე სოციალურ ქსელში ფეხმძიმობის შესახებ აქტიურად წერდა. მაგრამ, მათი ოჯახის ახალი წევრის ქვეყნად მოვლენა ნუკის მეუღლემ დაასწრო და თაყვანისმცემლებს პირველად ამცნო. ამაზე მეგობრები დიდი ხნის მანძილზე ხუმრობდნენ.

ნუკი ზაფხულს საქართველოში ატარებს. როგორც სხვადასხვა გადაცემებში ყვება, ყველაზე მეტად თბილისური მენტალობა და ურთიერთობები ენატრება. ერთ-ერთ შოუში მან ცრემლები ვერ შეიკავა და მონატრებისგან იტირა. წლევანდელი ზაფხულიც არ არის გამონაკლისი. მსახიობმა ივლისის თვე ბათუმში გაატარა.

სოციალურ ქსელში მსახიობმა დაწერა, რომ სწორედ ზღვაზე გახდა ავად ოლივერი და ამაზე საშინელი გრძნობა არ დაუფლებია. ამასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს გულისამაჩუყებელი სიტყვებით იწყებს: „ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე?. არაფერი მიხარია, არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი“.

ნუკისა და ბენჯის ვაჟს, პატარა ოლივერს ენტეროვირუსი აქვს. ამის გამო, ფანებმა მსახიობი გააკრიტიკეს, ბევრი მათგანი კი, ოჯახს ამხნევებს. ნუკის მიერ გაერთიანებული გამოცდილი დედები პირად რეკომენდაციებს აზიარებენ.

„როგორ უნდა გააკარო ბავშვი ბათუმის სანაპიროს?!“; „როგორი უსუსური ხდები მაგ დროს... მალე გამოჯანმრთელდეს“; „ბავშვები ცუდად არასდროს უნდა ხდებოდნენ, საშინელებაა, გაუსაძლისია ამის ყურება“, - წერენ სოციალური ქსელის გამომწერები.

ყველა ახალი ამბავი
0