ფსიქოლოგი: ბაღში მიყვანამდე გააცანით ბავშვს პედაგოგი, თავიდანვე არ დატოვოთ უცხო ადამიანთან
„ბავშვი უცებ წყდება ოჯახურ სამყაროს და გადადის სხვა სამყაროში. ეს პროცესი მათთვის არის ძალიან რთული. ამ დროს შესაძლოა მოხდეს მეტყველებითი, ასევე თამაშის და სხვადასხვა აქტივობების პროცესის შენელება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვატყუოთ ბავშვს. მივიდეთ მასთან დათქმულ დროს. ის დიდი რუდუნებით ელოდება, როდის მივა მასთან მშობელი. სასურველია, სანამ ბავშვს ბაღში მიიყვანთ გააცნოთ პედაგოგი, რადგან პირველივე ჯერზე მისი უცხო ადამიანთან დატოვება არ არის სასურველი“, ამბობს მოსულიშვილი.
ფსიქოლოგის განცხადებით, თუ ბავშვს ბაღში დარჩენა უჭირს, გაატანეთ მისი საყვარელი სათამაშო. ეს უზრუნველყოფს მის სიმშვიდეს და თავს მარტო არ იგრძნოს.