ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სამართალდამცავებმა თბილისში ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018ეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცავებმა დაკავებულის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0