არტისტული და ქარიზმატული მსახიობის დაოჯახებას გულშემატკივრები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მშვენიერი ლიკუნა მეტრეველია. ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.
5 წელია, რაც ვასო ფხაკაძეს ცოლის მოყვანაზე აღარავინ არაფერს ეკითხება. ახლა, ხშირად ისმის კითხვა- „ბიჭი როდის გეყოლება?!“ 2015 წელს ვასოს და ლიკუნას პატარა ნინა ფხაკაძე გაუჩნდათ, მოგვიანებით კი, ქვეყანა ნიტა ფხაკაძე მოევლინა.
პატარა ანგელოზებს მამას ამსგავსებენ. ნინა 4 წლის, ხოლო ნიტა 2 წლისაა. როგორც ლიკუნა ამბობს, იუმორისტი მზრუნველი მამაა. მშვენიერი ქალიშვილების ჩვილობისას აქტიურად ჩაერთო მათ მოვლა, დაბანასა, საჭმლის მომზადებაში.
ცნობილი წყვილის ოჯახში მუდამ სიცილ-კისკისია. მიუხედავად გატარვირთული გრაფიკისა ვასო ბავშვებთან დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს- ეს ფოტოებზეც კარგად ჩანს.
პატარა ანგელოზები გადასაღებ მოედანზე მამას თვალყურს ხშირად ადევნებენ. ლიკუნაც საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. ორი შვილის მიუხედავად, მუდამ ახერხებს ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას. ვიდე-მის საქართველო 2012 აქტიურ კარიერას დღემდე განაგრძობს. სამოდელო სფეროს მოყვარულებს ლიკუნა არა ერთხელ უნახავთ წარმატებული დიზაინერების დეფილეზე. როგორ ჩანს, ვასო იდეალური მეუღლეა და ცოლს კარიერულ წინსვლაში ხელს არ უშლის.