მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტები იპოვეს - ორი გარდაცვლილია

გამოწერა
შსს–ს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში დღეს დილით ჩაერთო

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი დაშავებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუდაური ზაფხულში - Sputnik საქართველო
თეთნულდზე ტურისტები დაიკარგნენ – სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სამი ტურისტი ქალის კურორტ თეთნულდზე დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112–ში გუშინ, ღამით შევიდა.

უწყების ცნობით, ბელარუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი - დაშავებულია. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დილით კი მასში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ყველა ახალი ამბავი
0