ბელარუსის საელჩო საქართველოში ტურისტების დაღუპვის მიზეზებს არკვევს

© Sputnik / Levan Avlabreliმთები
მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის საელჩო საქართველოში ტურისტების თეთნულდზე მსვლელობის დროს დაღუპვის მიზეზებისა და გარემოებების გამორკვევას ცდილობს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბელარუსის საელჩოს მრჩეველმა საქართველოში ოლეგ გოროხოვიკმა.

მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტები იპოვეს - ორი გარდაცვლილია>>

ორი ტურისტი ქალი თეთნულდზე მსვლელობისას დაიღუპა, ერთი სერიოზულად დაშავდა. უცხოელები გუშინ საღამოს დაიკარგნენ. მათი ძებნის სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა, თუმცა ისინი მხოლოდ დილით იპოვეს.

მაშველები - Sputnik საქართველო
სამაშველო ოპერაცია უშბაზე - დაშავებულები არიან ტურისტები

„მუდმივი კავშირი გვაქვს, პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მესტიაში, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტთან. გვეხმარებიან დაღუპულთა ვინაობის დადგენაში. ახლა უნდა ჩაატარონ შესაბამისი ექსპერტიზა. ამის შემდეგ კონკრეტულ ინფორმაციას მოგვაწვდიან მომხდარის მიზეზების შესახებ“, – განაცხადა გოროხოვიკმა.

მან აღნიშნა, რომ საელჩოში ბელარუსიდან საქართველოში მყოფი ტურისტების ნათესავების ბევრი ზარი შემოდის.

„საქართველოში ბევრი ტურისტი იმყოფება, რომლებიც, მათ შორის, მთებში ადიან, ამიტომ ყველა ინფორმაციას ვაგროვებთ, ყველაფერს ვაფიქსირებთ. მაგრამ დაღუპულთა და დაშავებულის ვინაობის დადგენამდე, სანამ არ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მათი სახელებისა და გვარების შესახებ და დადასტურება, რომ ისინი ბელარუსის მოქალაქეები არიან, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება დაშავებულ ტურისტს, მრჩევლის ინფორმაციით, ამჟამად მისი ვერტმფრენით ან ქუთაისში, ან თბილისში გადაყვანის ორგანიზაციული საკითხი წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0