Wizz Air–ის 12 ახალი რეისი წელს ვერ შესრულდება

© photo: Sputnik / Ramil SitdikovWizz Air–ის თვითმფრინავი
Wizz Air–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი რეისების ამოქმედება 2020 წლისთვის გადაიდო

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქუთაისიდან Wizz Air-ის დაანონსებული 12 ახალი რეისის ამოქმედება  2020 წლისთვის გადადაიდო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი

რეისების მომავალი წლისთვის გადაწევის მიზეზი ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელი შეფერხება გახდა.

 Wizz Air - Sputnik საქართველო
ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ტალინი… Wizz Air ექვს ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია ქუთაისის ბაზას ორ ახალ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს 2020 წლის ივლისსა და დეკემბერში დაამატებს.

ახალი რეისების ამოქმედება შემდეგი მიმართულებით იგეგმებოდა: ფრანკფურტ ჰანი, ჰამბურგი, ჰერაკლიონი (კუნძული კრეტა), კარლსრუე /ბადენ ბადენი, ნეაპოლი, ნიცა, ნიურნბერგი, პიზა, პოზნანი, სტოკჰოლმი, ტურკუსა, ვენეცია.

მგზავრებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, შეძლებენ გადაცვლას ან თანხის სრულად დაბრუნებას.

ყველა ახალი ამბავი
0