Rustavi 2-ის გენდირექტორი ვალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს

კომპანია ვალების სწრაფად გადახდას ვერ შეძლებს, აცხადებს სალია

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. Rustavi 2-ის ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის ვალების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, განაცხადა Rustavi 2-ის ახალმა გენდირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან.

მსხვილმა ქართულმა ტელეკომპანიებმა, რომლებსაც საგადასახადო დავალიანებები აქვთ, ორი კვირის განმავლობაში უნდა წარადგინონ ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რა მოხდება „რუსთავის 2“–თან დაკავშირებით? – პრემიერი მედიის თავისუფლების გარანტიას იძლევა

მისი სიტყვებით, მსხვილი დავალიანება დაუგროვდათ Rustavi 2-ს - 28 მილიონი ლარი, Imedi-ს - 19 მლნ ლარამდე და Maestro-ს - 8 მლნ ლარზე მეტი.

„ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებების დაწყებას და ყველაზე ეფექტური გზის მოძებნას, რომელიც კომპანიას ფუნქციონირებაში დაეხმარება", - განაცხადა სალიამ.

მისი სიტყვებით, კომპანია ვალებს სწრაფად ვერ დაფარავს.

„ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხდება და ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს, ალბათ, ყველას ესმის დღეს", - განაცხადა Rustavi 2-ის გენდირექტორმა.

ორშაბათს ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ გეგმავს კომპანიის 100%-იანი წილის ღია აუქციონით გაყიდვას.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მისი აზრით, ტელეკომპანიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა, იმ დღესვე გაათავისუფლა თანამდებობიდან.

ხალვაშის განცხადებით, ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მიზეზით Rustavi 2 ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - კომპანიის დავალიანება 70 მილიონს აღწევს. ბიზნესმენის მტკიცებით, გვარამიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიისთვის ზარალი მიეყენებინა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური