თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, უცნობ გმირთა, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყეს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ქერჩის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.