რატომ იკეტება რიყე–ნარიყალას საბაგირო

გამოწერა
საბაგირო გზა  მგზავრებს 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა  14 აგვისტოს  მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კუს ტბის საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
რატომ იკეტება კუს ტბის საბაგირო გზა

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა  14 აგვისტოს  11:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში მგზავრებს ვერ მოემსახურება, რადგან ამ პერიოდში საბაგიროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

საბაგირო გზის სამუშაო განრიგის ცვლილების მიზეზი ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“  მიერ დაგეგმილი სამუშაოებია.

კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.



 

ყველა ახალი ამბავი
0