სტუდენტებს მობილობის განაცხადის წარდგენის ვადა 21 აგვისტომდე აქვთ

გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული სახით მიმდინარეობს და მისი გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე students.emis.ge.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სტუდენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლისთვის რეგისტრაციის ვადა 21 აგვისტომდე აქვთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

სტუდენტები ლიონის უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
რჩევები სტუდენტებისთვის: როგორ ვისწავლოთ და დავისვენოთ სრულიად უფასოდ მსოფლიოს მასშტაბით

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის მსურველ პირთა რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18:00 სთ-ზე დასრულდება.

რეგისტრაცია ელექტრონული სახით მიმდინარეობს და მისი გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე students.emis.ge.

მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. მობილობის შედეგები ვებ-გვერდზე 26 აგვისტოს გამოქვეყნდება, 27 აგვისტოდან კი სტუდენტმა მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა მიმართოს და პირადი საქმის მასალები წარადგინოს.

გასათვალისწინებელია, რომ მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობს პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით. მობილობაში მონაწილე სტუდენტს რეგისტრაციისას შეუძლია პრიორიტეტის პრინციპის დაცვით მიუთითოს სასურველი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტს უფლება აქვს მიუთითოს არაუმეტეს ხუთი პროგრამისა. სტუდენტი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ვალდებულია რეგისტრაციის დასრულების ვადებში გადაიხადოს მობილობის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული პორტალზე მობილობის შედეგების დათვლისას.

ყველა ახალი ამბავი
0