სახალხო დღესასწაული დიდგორობა ტრადიციულად 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა დღევანდელი ღონისძიებიდან
ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.
დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.
ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.