ბახმაროში სამართალდამცავებმა ექვსი არასრულწლოვანი დააკავეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მზარდებმა ბახმაროს თეატრის ინვენტარი დააზიანეს

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ექვსი არასრუწლოვანი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, ბახმაროს თეატრის შენობის კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს.

ყველა არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, მაღალმთიან კურორტზე დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0