თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა",- განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.